იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული ადამიანების 95% დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უწყებაში მუშაობდნენ ისეთი პირებიც, რომლებიც მუშაობას ვეღარ განაგრძობენ და ამის საფუძველი არსებობს.
წულუკიანს უწყებიდან გასათავისუფლებელი პირების გვარები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი მოადგილის პოსტზე დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრს დავით ჯანდიერის კანდიდატურა წარუდგუნა , მისი კიდევ ერთი მოადგილე სანდრო ბარამიძე იქნება.
იუსტიციის მინისტრიოს თეა წულუკიანის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, ხოლო მოადგილე სანდრო ბარამიძე იქნება. შესაბამისი კანდიდატურები დასამტკიცებლად მინისტრმა უკვე წარუდგინა პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.
მინისტრს კიდევ ორი მოადგილე ეყოლება, რომელთა ვინაობაც უახლოეს დღეებში გაირკვევა.