5 თებერვალს საღამოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, კიევის ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელიც შესაძლოა ამზადებდა აფეთქებას ხალხმრავალ ადგილზე. ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში. იტყობინება "ინტერფაქსი".
დაკავებულია 1968 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა უკრაინული პასპორტიც. მას, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აღმოაჩნდა ტროტილი ელექტოდეტონატორით და იარაღი. იგი მაიდანზე იქნა დაკავებული.
"იმის გარდა, რომ ჩვენ იგი დავაკავეთ, ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სერიოზულად მუშავდება გამოძიების ვერსია ამ ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენის ან აფეთქების ორგანიზების შესაძლო მცდელობს შესახებ, მასობრივი აქციის ჩატარების ადგილებში, რომელიც ამჟამად კიევის მოედნებზე მიმდინარეობს", _ განაცხადა ვალენტინ ნალივაიჩენკომ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ასევე შეაშფოთა საქართველოს მოქალაქის მიერ უკრაინის პასპორტის ქონამ. ამჟამად შს სამინისრო და კიევის პროკურატურა ამოწმებენ, თუ რა გზებით მიიღო მან ეს დოკუმენტი.
საინფორმაციო წყაროების ცნობით, აღნიშნული პირის დაკავებისას კიევში სოფიის მოედანზემ მდინარეობდა პრეზიდენტობის კანდიდატის იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერი აქცია, ხოლო მიხაილოვის მოედანზე ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერი მიტინგი და კონცერტი.