ბრიტანულმა გამოცემა Mail on Sunday-მ, ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და დაინტერესდა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირის დატოვების წინადადებას.
გამოკითხვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ევროზონის კრიზისის შემდეგ, ქვეყნების ნაწილი ალაპარაკდნენ იმაზე, თუ რა ბედნიერად ცხოვრობდნენ ადრე.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 51 % ევროკავშირის წინააღმდეგია და მხარს უჭერს იმას, რომ ბრიტანეთმა ევროზონა დატოვოს.