,,ქვეყნის ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე მორიგება დაუშვებელია", _ განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
,,ბატონო ბიძია თქვენ გახდებით, პრემიერი და თქვენი განცხადება, იმაზე რომ საქართველომ დაიწყო ომი არის ქვეყნის რღვევის დაწყების პროცესი და ეს არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა და ეს თქვენ ძალიან კარგად გესმით", -განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთთან გარიგება ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
,,ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყნის ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე მორიგება დაუშვებელია", -განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატებმა მთავრობის ახალი პროგრამა და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცონ.