ვახტანგ ხმალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ქვეყანაში უნდა შეიქმნას ნორმალური კონსტიტუციური სისტემა.
,,ნაწილი პროგრამისა, სადაც საუბარია დაბალანსებული, გაწონასწორებული კონსტიტუციური სისტემის შექმნაზე, სადაც სრულად იქნება გათვალისწინებული ხელისუფლების პრინციპი ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექნიზმები მიგვაჩნია აუცილებლად და იმედი მაქვს, ამ ნაწილში იმ ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტს შევთავაზებთ მხარს დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, რათა დადგინდეს ქვეყანაში ისეთი კონსტიტუციური რეჟიმი, რომ ხელისუფლების ვერცერთმა განშტოებამ ვერ შეძლოს თავის მხარეს გადახაროს სასწორი", _განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა მთავრობის ახალი პროგრამა და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცონ.