რუსეთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ციხეში არასამართლიანად იმყოფებიან განთავისუფლდებიან. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის შვეიცარიელ კოლეგასთან დიდიე ბურკხალტერთან შეხვედრისას გააკეთა.
"იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არასამართლიანად იხდიან სასჯელს საქართველოს ციხეებში განთავისუფლებულები იქნებიან", _ განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი ვერ აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუ რამდენი ხანი იქნება კიდევ შვეიცარია საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი.
"რამდენი ხანი იქნება კიდევ ეს შუამავლობა და ჩვენი ინტერესებს წარმოდგენა ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება. ჩვენ არ გაგვიწყვეტია საქართველოსთან, ეს ბატონმა სააკაშვილმა გააკეთა, რისი შედეგიც არის ის, რომ გაჩნდა აუცილებლობა გაგვეჩინა სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ინტერესების წარმომადგენელი იქნებოდა", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.