ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, მთავრობა გამოძებნის გზებს აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ.
„ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ხელისუფლების ეფექტური მუშაობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა ივანიშვილმა.