ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ივანიშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა სამოქალაქო გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა.
,,მინდა მოგილოცოთ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. ჩვენს ქვეყანაში ამის პრეცედენტი შეიქმნა. მინდა მივულოცო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს ვინც პირველ ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატა თავისი ნება და აირჩია ახალი ხელისუფლება. Mმინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს ამ ცვლილებების მთავარ შემოქმედს, რომელთაც სამოქალაქო გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა, თავისი ღირსეული სიტყვა თქვა და ხმა მისცა სიახლეს, რომლითაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სხდომაზე დეპუტატებმა მთავრობის ახალი პროგრამა და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცონ.