მენინგოკოქცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 5 წლის ბავშვი მოათავსეს.
პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან გადმოიყვანეს. მას მთელ სხეულზე სხვადასხვა ზომის და ფორმის სისხლჩაქცევები და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა.
ექიმების თქმით, ბავშვს ბათუმის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მათივე მტკიცებით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინრე წელს საქართველოში მენიგოკოქცემიის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან კი 10 ფატალური შედეგით დასრულდა.