პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პირობას დევს, რომ მთავრობა ბიუჯეტში თანხებს გამონახავს და სოფლების გაზიფიცირების პროცესს დაასრულებს. აღნიშნული შეკითხვით, მომავალ პრემიერ-მინისტრს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა, რომელიც დაინტერესდა გაგრძელდებოდა თუ არა სოფლებში ოჯახამდე გაზის მიყვანის პროგრამა, რომელიც დღემდე განვადებით ხდებოდა და მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოყოფილი 1000 ლარიანი ვაუჩერის, სწორედ გაზიფიკაციაში დახარჯვას გეგმავდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება იყო „ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ნება.
მისივე განმარტებით, სოფლებში გაზიფიცირების პროგრამა მეტად მნიშვნელოვანია მისთვისაც და ამიტომ ახალი მთავრობა შეეცდება და ამ მიმართულებით ბიუჯეტში თანხები გამოძებნის.