ავადყოფებს, რომლებიც ნიკრისის ქარისგან იტანჯებიან (ართრიტის ფორმა, რომელიც ხასიათდება სახსრების უეცარი ანთებით), მკურნალობის ახალი პერსპექტივა გაუჩნდათ. ახალი კვლევებით ვარაუდობენ, რომ ალუბლის გამოყენება საკვებში ამცირებს დაავადების რისკს.
ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედაგოგი, წამყვანი მკვლევარი იუცინ ჩჟანი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ წარსულში ექიმები ნიკრისის ქარის პროფილაქტიკისთვის რეკომენდაციას უწევდნენ ალუბლის მიღებას, მაგრამ მიზნობრივი კვლევები არ ტარდებოდა. მკვლევარი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მათ, ვინც ალუბალს ღებულობდა, ნიკრისის ქარის წარმოქმნის 35 -75% -ით ნაკლები საშიშროება ჰქონდა.
"კვლევებს არ დაუმტკიცებია, რომ ნიკრისის ქარით დაავადებული პაციენტებისთვის ალუბლის ჭამა პანაცეაა. პაციენტებმა, რომლებიც ამ დაავადების სამკურნალო წამალს ღებულობენ, უნდა გააგრძელონ მათი მიღება. მათ ასევე შეუძლიათ მოიხმარონ ალუბალი, მაგრამ უარი არ უნდა თქვან მკურნალობაზე", - აცხადებს ჩჟანი.