მიტევების უნარი ადამიანს არტერიული წნევის მოულოდნელი აწევისგან იცავს და ჰიპერტონიის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ამცირებს. ამის შესახებ ახალ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ კალიფორნიის (სან-დიეგო) უნივერსიტეტის მეცნიერები.
კვლევებში 200-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა,რომელთაც სთხოვეს რამდენიმეჯერ გაეხსენებინათ სიტუაცია, როდესაც მიიჩნევდნენ, რომ მათ მეგობარმა აწყენინა. მონაწილეთა ნახევარს სთხოვეს გაეხსენებინათ შემთხვევა,როცა მათ წყენა დაივიწყეს. სპეციალური ხელსაწყო აფიქსირებდა მონაწილეთა არტერიალურ წნევასა და გულისცემას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მოხალისეებს, რომლებმაც გაიხსენეს უპატიებელი წყენა, აღენიშნებოდათ არტერიული წნევის ზრდა.
წყენის პატიება, შესაძლოა, იყოს ეფექტური მეთოდი ჰიპერტონიის რისკის პრევენციისთვის, - დაასკვნეს მეცნიერებმა.