რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკები გამორიცხულია.
ასეთი აზრი გამოთქვა დღეს სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი მიძღვნილ თათბირზე, რომელშიც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და ე.წ. საგარეო საქმეთთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
"შეხვედრის მონაწილეებმა კონსოლიდირებული აზრი გამოთქვეს იმის შესახებ, რომ პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოსთან - გამორიცხულია", _ იუწყება აფხაზური მხარე.