უახლოეს მომავალში პარლამენტში მსჯელობა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კომისიას სათავეში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი თინა ხიდაშელი ჩაუდგება.
გახმაურებულ საქმეებს შორის თინა ხიდაშელმა რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა საქმეები დაასახელა.
საგამოძიებო კომისიის მიზანი იმ საქმეების გამოძიება იქნება, რომელზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს.
ხიდაშელის თქმით, თითოეული საქმე სამართლიანად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული, რის შემდეგაც კომისიის მიერ დადებული დასკვნები გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს გადაეგზავნება.