,,ქართული ოცნების" დაპირებები საქართველოს ბიუჯეტს 50% -ით აღემატება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ.
,,ჩვენ ხელს შეუწყობთ საქართველოს განვითარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეკითხვას არ დავსვამთ იმ დაპირებებთან დაკავშირებით, რომელსაც ,,ქართული ოცნება" სთავაზობდა ამომრჩეველს, რომელიც 50%-ით მეტია ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად რეალისტურია ეს დაპირებები, რა ვადებში შეასრულებენ მას მინისტრები, რა კონკრეტული გეგმები აქვთ ამასთან დაკავშირებით", _ განაცხადა დავით საყვარელიძემ.