ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ციხის სკანდალის შემდეგ დაინიშნა, ამ დრომზე ოფიციალური განცხადება სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე არ შეუტანია.
როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის პოსტიდან გიორგი ტუღუშის წასვლა იურიდიულად არსად გაფორმებულა.
უსუფაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია თავად ტუღუშმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ეს ფაქტი კანონდარღვევაა და გამოსავალი უნდა მოიძებნოს.