დღეს პრეზიდენტის სახელით პარლამენტის აპარატში მომავალი მთავრობის წევრების შემადგენლობა დასამტკიცებლად შევიდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის დარეგისტრირდა პარლამენტში დღეს შუადღით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ვალადებულია მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვა დაიწყოს.
როგროც უსუფაშვილმა განაცხადა, განხილვა ხვალ კომიტეტებში დაწყება და მისი დამტკიცება ხუთშაბათის სესიის დროს მოხდება.
რაც შეეხება პარლამენტის პირველი დღისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის შეფასების როგორც უსუფაშვილმა განაცხადა ეს მასმედიის შესაფასებელია. ის დღეს დაჯდება და უყურებს ტელევიზორს ხვალ კი პრესას გაეცნობა და გაიგებს, თუ როგორი შეფასებებია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.