ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს შეხვდა.
მხარეებს შორის შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იყო. აქცენტი გაკეთდა ბათუმში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ახალი საწარმოების ამოქმედებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით რიჩარდ ნორლანდმა ქალაქის მერს თანადგომა აღუთქვა.