ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა ხელისუფლებას კონპენსაციებს თხოვს. ეს მოთხვნა დევნილებმა დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადაეს. ასამდე ადამიანი დილიდან პარლამენტის შენობასთანაა შეკრებილი და ხელისუფლებას უყურადღებობაში დანაშაულებს. აქცია ამ წუთებამდე გრძელდება და როგორც აცხადებენ, მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე დეპუტატებს არ შეხვდებიან და მათგან კონპენსაციების გაცემის პირობას არ მიიღებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლებამ მათ თავდაპირველად შესთავაზა, რომ ან კოტეჯში ცხოვრება აერჩიათ ან 10-ათასდოლარიანი კონპენსაცია მიეღოთ. მათი თქმით, ისინი ორივე შემთხევაში მოტყუებულები არიან, რადგან ვინც კონპენსაციის აღება აირჩია ხელისუფლებას ეს პირობა დღემდე არ შეუსრულებია და დღემდე პირობად რჩება.
ამასთან, მათი თქმით, პრობლემა ის არის, რომ კოტეჯში მცხოვრები დევნილებისაგან განსხვავებით მათ არც დევნილის სტატუსი აქვთ და შესაბამისად ვერანაირი შეღავათებითა და დახმარებებით ვერ სარგებლობენ.