შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძეგვში hellenicare-მ დაასრულა მორიგი ორი მცირე რეკონსტრუქციის პროექტი (SRP) თავისი ადგილობრივი ორგანიზაცია ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე"-ს მეშვეობით. ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება ოთხშაბათს, 2012 წლის 17 ოქტომბერს, 1030 საათზე სოფელ ძეგვის თავშესაფარში და 1110 საათზე მცხეთის საბავშვო ბაღში #5. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპა-აზიაში ჰუმანიტარული დახმარების ოფისის დირექტორი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში hellenicare-მ განახორციელა მცირე რეკონსტრუქციის პროექტი წმინდა გიორგის მთაწმინდელის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარში. აღნიშნული შენობა აშენდა 1980 წელს და ფუნქციონირებდა ერთდროულად როგორც ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერსი და ხანდაზმულთა სახლი. 2005 წელს ამავე ტერიტორიაზე აშენდა თავშესაფარი და სარეაბილიტაციო ცენტრი. შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი საჭიროებდა შეკეთებას, რომელსაც hellenicare-მ პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა. (შეცვალა ძველი ფანჯრები, გაარემონტა თავშესაფრის ყველა ოთახი, მათ შორის დიდი სოციალური ოთახი და დერეფანი, ორ სააბაზანოში აღმოფხვრა ნესტი და გათხარა ცალკე შესასვლელები თითოელი ოთახისთვის. გარდა სუფთა და სანიტარული პირობებისა, თავშესაფრის მაცხოვრებლებმა შეიძინეს ფსიქოლოგიური წონასწორობა და სიმშვიდე.)
მცხეთის საბავშვო ბაღი #5 აშენდა 1980 წელს განსაკუთრებით რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მომუშავე ოჯახებისთვის და წლების მანძილზე საჭიროებდა გარემონტებას, რამაც გამოიწვია სააბაზანოსა და წყალგაყვანილობის სისტემის სრული დაზიანება. hellenicare-მ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად მთლიანად გაარემონტა საბავშვო ბაღის 2 სააბაზანო, თითოეულ ოთახში გამოცვალა ყველა კარ-ფანჯარა, გაიყვანა ელექტროობა, შეცვალა სახურავი, იატაკი, ლოჯი მიერთებულ იქნა ბაშვების ოთახებთან. ამ პროექტის მეშვეობით სანიტარული პირობები გაუმჯობესდა საბავშვო ბაღის 13 თანამშრომლისა და ბავშვებისთვის. ასევე, რკინიგზის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების მეტ რაოდენობას მიეცათ საბავშვო ბაღში სიარულის შესაძლებლობა.