მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამოდენიმე დღით საქართველოდან მიემგზავრება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
"გუბერნატორს ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელსაც იგი გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარებს. ცეზარ ჩოჩელი გერმანიაში ხვალ, 10ოქტომბერს გაემგზავრება და ოპოერაციის დასრულების შემდეგ რამოდენიმე დღე კლინიკაში დარჩები, საქართველოში დაბრუნებისას კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს", - ნათქვამია გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.