დედოფლისწყაროში, ხანძრის შედეგად ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო სახლი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით დუღაშვილმა განუცხადა, დამწვარია სახლის სახურავი, დამხმარე ოთახი და ხატები.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მოძველებული ელექტროსადენიდან გაჩნდა. დედოფლისწყაროში ეკლესიის აშენებამდე წირვა - ლოცვას სამლოცველო სახლში აღავლენდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.