შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც კახეთის გუბერნატორად ინიშნება, კახეთში გამგებლებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრებს მართავს.
ჭიაბერაშვილი უკვე შეხვდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს, სოფლების რწმუნებულებს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
ამ წუთებში ჭიაბერაშვილი შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მართავს. შეხვედრას ახმეტაშიც საჯარო მოხელეები ესწრებიან.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის გუბერნატორად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ინიშნება. როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პრეზიდენტი ახალ გუბერნატორს რამდენიმე დღეში დანიშნავს.