თბილისში, 13 იანვარს მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
სამართალდამცველებმა ადრე ნასამართლევი, 29 წლის გეორქ მანუჩარიანი დააკავეს, რომელსაც საბურთალოს ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, 44 წლის ალექსანდრე ლომსაძის მკვლელობა ბრალდება.
შეგახსენებთ, რომ ლომსაძე მიღებული დაზიანებების შედეგად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 იანვარს გარდაიცვალა.
აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულია ასევე ადრე ნასამართლევი, 28 წლის რამაზ ახვერდოვი.
დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე, 376-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს. მას თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველო აწარმოებს.