"მხარს ვუჭერთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანი უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მოხსენებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მიგვაჩნია, რომ შედეგები ნამდვილად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. აღვნიშნავთ, რომ ხმების დათვლა და საჩივრების განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, არჩევნების საბოლოო შეფასებაში აუცილებლად აისახება ის, თუ როგორ წარიმართება აღნიშნული პროცედურები.
"ვულოცავთ ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას. ეს ისტორიული წარმატებაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ნამდვილად კონკურენტული არჩევნების შედეგია საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების სრულიად ახალი კონფიგურაცია.
შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თანამრომლობას იმ პარლამენტსა და მთავრობასთან, რომელიც ხმების საბოლოოდ დათვლისა და საჩივრების განხილვის შედეგად ჩამოყალიბდება. ახალ პარლამენტსა და მთავრობასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი ქვეყნების ისედაც ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებს.
ვულოცავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველომ დემოკრატიის განვითარების გზაზე მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პრეზიდენტ სააკაშვილს პროცესებს სახელმწიფო მოღვაწის შესაბამისად გაუძღვა.
ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების" წარმატებას.
შეერთებული შტატები მოუწოდებს ორივე მხარეს იმუშაონ ერთად საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად", - აცხადებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.