გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელში: სიდაში, ბარღებსა და რებში ყაჩაღობა მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, რუსი ოკუპანტები სოფლებში მძიმე ტექნიკით შედიან და სახლებიდან საოჯახო ტექნიკა, ნივთები და პროდუქტები გააქვთ.
წუხელ მომხდარი რამდენიმე ყაჩაღობის შედეგად ნაცემები არიან მიმოზა და ნოდარ დადიანების ოჯახის ყველა წევრი, სახლიდან კი სხვადასხვა სახის ნივთებია გატანილი.
ამასთან, აგრესორებმა სოფლების შესასვლელ-გასასვლელებიც ჩაკეტეს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ფულის გამოძალვის მიზნით სამი ადამიანიც გაიტაცეს. პარალელურად, გალის დაბალი ზონის სოფლებში საზღვრებს ამაგრებენ.