საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 20 ოქტომბრამდე გაიმართება. სხდომას არჩევნების შედეგების ოფიცალურად გაამოცხადების შედეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნავს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში.
პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურდება დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
საქრთველოს პარლამეტის პირველ სხდომამდე არჩეულ დეპუტატეებს მოუწევთ ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება.
პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს.