რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 21-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევაში კვლავინდებურად მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იქნება.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებზე უსაფრთხოების საკითხებზე მომუსავე ჯგუფის წევრები მიმოიხილავენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებთან არსებულ სიტუაციას ასევე გაგრძელდება მეთოდების განხილვა, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ითვალისწინებს.
"ამ კონტექსტში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსა და რესპუბლიკა აფხაზეთს და საქართველოსა და რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს შორის",_ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილე მეორე სამუშაო ჯგუფს, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების განხილვითაა დაკავებული, ამ "ჯგუფის საქმიანობას ხელს უშლის ის, რომ ქართული მხარე ამ პრობლემატიკის პოლიტიკზირებას აგრძელებს. მას გამუდმებით შეაქნს სხვა და სხვა რეზოლუციები გაეროს გენერალური ასამბლეაში, მათ შორის დევნილთა საკითხებზე და ამას ჟენევის პროცესის მონაწილე სხვა პირების ნების საწინააღმდგოდ აკეთებს.