ეფ-ეს-ბე-ს განცხადებით, დაღესტანში მოქმედი ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი განადგურებულია. ამის შესახებ ეფ-ეს-ბე-ს ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა, ვიაჩესლავ შანინმა ტელეკომპანია "ვესტი 24" - თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ტერორისტი 49 წლის წარმოშობით ეგვიპტელი მაჰმუდ მოჰამედ შაბაანია, მეტსახელად "ისლამის ხმალი."