საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ქვეყნის პირველი პირი დღეს წნორში მჭედლიშვილების ოჯახს ესტუმრა და რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა.
მიხეილ სააკაშვილმა მჭედლიშვილებს ქალაქ წნორის რეაბილიტაციის პროექტიც გააცნო.
მოგვიანებით პრეზიდენტი თელავში ჩავიდა და ბერძენიშვილების ოჯახში მივიდა, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
თელავიდან მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში გადაინაცვლა, სოფელ გიორგიწმინდაში ოთარ გოდერძიშვილის კუთვნილი ვენახები მოინახულა და ოჯახის წევრებთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტი თიანეთს ესტუმრა, სადაც ახალადაშენებული საავადმყოფო დაათავლიერა.
ქვეყნის პირველი პირი პაციენტებს გაესაუბრა და ადგილზე დასაქმებულ პერსონალს შეხვდა.