„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ქუთაისის ცენტრში შეკრებილ მოსახლრობასთან ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და მათ 1 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ ქუთაისში დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია და ბოლო აკორდმაც სწორედ ქუთაისში გაიჟღერა. მე ვპირდები ქუთაისელებს, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დავაყენებ თითოეული მათგანის პრობლემას და კბილებით ვიბრძოლებ მათი უფლებების დასაცავად ქუთაისში." - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა
თარგამაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის გზა მხოლოდ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" მხარდაჭერაზე გადის.
„საქართველოში ქართული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სამართლიანი ტარიფების დამკვიდრების გზა სწორედ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" განხორციელებასა და იმ პოლიტიკური გუნდის გამარჯვებაზე გადის, რომელსაც ზურგს ჩვენი ქვეყნის საღად მოაზროვე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უმაგრებს." - განაცხადა გიორგი თარგამაძემ