დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოფელ მუხრანში ადგილობრივი ფერმერის, ალექსანდრე ბიჭიაშვილის საკუთრებაში არსებული 18 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესს დაესწრო. აღნიშნული ფართობის საშემოდგომო დამუშავება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეძენილი უახლესი აგრო-ტექნიკით განხორციელდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ 12 ფერმერთა მომსახურების ცენტრში არის გადანაწილებული.
ადგილობრივებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სარწყავი არხების რეაბილიტაციაზე და სამართავად არხების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფელმა თავად უნდა გადაწყვიტოს არხების გამოყენება და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის სპეციალისტებისთვის ახალი სკოლების გახსნის მნიშვნელობაში. მოგვიანებით ვანო მერაბიშვილმა თავადაც მიიღო მონაწილეობა მიწის დამუშავების პროცესში.