საქართველოს პრეზიდენტი დღეს დედოფლისწყაროს ესტუმრა, სადაც „ქოჩების ტბის" დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება.
მიხეილ სააკაშვილს პროექტის დეტალები გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახეთის რეგიონში გიორგი სიბაშვილმა გააცნო.
ტბის მიმდებარე ტეიტორიაზე მოეწყობა კაფე, პლაჟი, მოედანი სპორტული ზონა - მინი ფეხბურთის, კალათბურთის და ბავშვთა სათამაშო მოედნები, სავარჯიშო ტრენაჟორები, გასახდელები და საშხაპეები, ასევე გაკეთდება სათევზაო ზონა და ფაცხები ღამის გასათევად, ტყეში მოეყობა საპიკნიკე ზონა და ავტოსადგომი.