გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მიმართულება კორუფციის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების განსაზღვრაც გახლდათ. გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 6,7 პროცენტს სჯერა, რომ ფულის აღება ქართულ სასამართლოში ისევ ხდება. ხოლო გამოკითხული რესპონდენტების დანარჩენი ნაწილი_ 65 პროცენტი თვლის, რომ მხოლოდ ერთეული მოსამართლეები შეიძლება იღებდნენ ქრთამს, და 28 პროცენტის აზრით, ფულის აღება სასამართლოებში საერთოდ აღარ ხდება.
უზენაეს სასამართლოში ამ მონაცემს დადებითად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ `ქართულ სასამართლოებში ქრთამის აღება უკვე გამორიცხულია და თუკი ერთეული შემთხვევა მაინც დაფიქსირდება სადმე, შესაბამისი ორგანოების დახმარებით მათი გამოვლენაც უსწრაფესად ხდება~.
მასალის გამოყენების პირობები