საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ უკრაინაში სასწრაფო სამხედრო სამსახური გაუქმდება და არმია საკონტრაქტო საფუძველზე გადავა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ ტერნოპოლში ყოფნის დროს გააკეთა.
"საკონტრაქტო არმია იქნება და სასწრაფო სამსახური დასრულდება მას შემდეგ, რაც თქვენთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებს დავასრულებთ", _ განაცხადა ტიმოშენკომ.
უკრაინის პრემიერმა ასევე განაცხადა,რომ ახალი პრეზიდენტის მუშაობის პირველივე თვეებში გადაიხედება უკრაინის სამხედრო დოქტრინა.
"სამხედრო დოქტრინას ამჟამად გათანამედროვება, დაბალანსება და უზრუნველყოფის ახალი სისტემები სჭირდება. უკრაინული არმია ძლიერი იქნება", _ განაცხადა ტიმოშენკომ.