დღეს, 22 ოქტომბერს, მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს დააჯილდოებენ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში ცხადებენ, გამოკითხვის საფუძველზე 15 ყველაზე გულისხმიერი თანამშრომელი გამოვლინდა, რომელთაც სიგელები და პრემიალური თანხა გადაეცემათ.
გამოიკითხა 2051 მომხმარებელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საქართველოს ეროვნულ არქივში, იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში. ეს იუსტიციის სამინისტროს ის სამსახურებია, რომელთაც უშუალოდ მომსახურება ეხებათ. შეფასდა მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურება.
წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით კომისიამ გამოავლინა წარმატებული თანამშრომლები, რის საფუძველზედაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი საუკეთესო შედეგების მქონე საჯარო მოხელეებს დააჯილდოებს.