საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი დღე 8 წლის განმავლობაში, რომ ის არ ყოფილიყო ხალხთან და ხალხის გვერდით.
"ამიტომ მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა. ვიცი, რომ ჯერ წარმოუდგენლად იმაზე მეტი უმუშევბრობაა, ვიდრე დასაშვებია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენი ბავშვები არაფრით ნაკლები არ არიან ფრანგ, ესტონელ ბავშვებზე. არ შეიძლება, ჩვენ უკეთესად არ ვცხოვრობდეთ. ჩვენ ვიცხოვრებთ უკეთესად და უფრო მაგრად ვიცხოვრებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს", - განმარტა პრეზიდენტმა.