გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ცენტრის პრეზენტაციას საქართველოს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები დაესწრნენ.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები.
გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომია საბანკო ოპერაციების ჩატარება და სადაზღვეო კომპანიების მომსახურება.
ამასთანავე, შაშიანის მოსახლეობა, უახლოეს მომავალში, უფასო ინტერნეტით ისარგებლებს.