ლატვიის ხელისუფლება გუანტანამოს ერთ-ერთი ტუსაღის მიღებაზე დათანხმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მარის რეიკსტინშის განცხადებით, ლატვიის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნით საფუძველზე მიიღო.
მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე თითქმის ნახევარ წელიწადს მიმდინარეობდა. მას არ დაუსახელებია გუანტამოს ციხის ტუსაღის სახელი და გვარი. ცნობილია მხოლოდ, რომ ის შუა აზიაში ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.
ამავდროულად, დადასტურება მისი ტერორისტული საქმიანობის შესახებ ამერიკულმა მხარემ ვერ მიიღო. ლატვიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ეს ადამიანი ქვეყნისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ლატვიამ უკვე მიიღო წერილობითი განცხადება თავად ტუსაღისგან, რომელშიც მან მზადყოფნა გამოთქვა, დაიცვას ქვეყნის კანონები და შეისწავლოს ლატვიური ენა.
ტუსაღის ქვეყანაში ყოფნას და მისი რეაბილიტაციის ხარჯებს აშშ გაიღებს.