ჭიათურაში მოსულმა სეტყვამ რვა სოფელი დააზარალა. სეტყვის შედეგად Gგანადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ნარგავები. სტიქიამ რამდენიმე ოჯახს სახლის სახურავიც დაუზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზარალის დასათვლელად ჭიათურის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა.