დოკუ უმაროვის უფროსი ძმის აჰმედ უმაროვის საქართველოში ყოფნის შესახებ "ეხო კავკაზა" კვლავ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აჰმედ უმაროვის "ეხო კავკაზას" კორესპოდენტს მაგომედ ტორიევს სკაიპის მეშვეობით თბილისიდან დაუკავშირდა და ერთ ერთ- დაკავებული ბოევიკის ახსმედ ჩატაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფომაცია მიაწოდა. მათ შორის გამართული დიალოგი თავად კორესპოდენტს მოჰყავს.
"ისე როგორც მე ვიცი ეს სიტუაცია არავინ არ იცის", _ მითხრა უმაროვმა, წერს ტორიევი - მე ვკითხე "შენ იქ ხარ? მან მიპასუხა "დიახ მე აქ ვარ".
სააგენტოს ინფორმაციით, მათი საუბარი, რომელიც სკაიპის მეშვეობით მიმდინარეობდა სულ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. საუბრის დასრულების შემდეგ კი სკაიპის აკაუნტი, რომლითაც უმაროვი სარგებლობდა გაუქმდა.
"ის ძალიან უცნაურად საუბრობდა, მისი ხმაც ძალიან უცნაური იყო. როდესაც მე მას კითხვებს ვუსვამდი, ის გამუდმებით იმეორებდა, რომ საქართველო აქ არაფერ შუაში არ არის. მაშინ ჩემს კითხვაზე: აბა ვინაა მაშინ ყველაფერ ამაში დანმაშავე? რა მოხდა? ის მპასუხობდა: "არა საქართველო არაფერ შუაში არ არის, ხოლო დანარჩენზე ახლა მე საუბარი არ შემიძლია. მოვა დრო და შენ გაიგებ", _ ჰყვება მაგომედ ტორიევი.
მისივე თქმით, უმაროვმა ასევე განაცხადა, რომ ჩატაევი სერიოზულად დაიჭრა.
"მას ქუსლის ამპუტაცია გაუკეთდა, იმის გამო, რომ არსებობდა საფრთხე იმისა, რომ განგრენა დაემართებოდა. მას ასევე ახსენა მეორე დაჭრილიც, რომლის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა", _ აცხადებს ტორიევი.
მისივე თქმით, უმაროვმა განაცხადა, რომ "ჩატაევს სამედიცინო დახმარება უმაღლეს დონეზე ჩაუტარდა". მასთან ადგილობრივი საუკეთესო ქურურგი და კონსულტანტები იმყოფებოდნენ.
"ასეთი დამოკიდებულება ჩატაევის მიმართ შემთხვევითი არ ყოფილა", _ წერს "ეხო კავკაზა" - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატაევი "იმარატ კავკაზის" წარმომადგენელი იყო ევროპაში და დოკუ უმაროვის ერთ ერთი უახლოესი თანამებრძოლი.
რამდენიმე წლის წინ ჩატაევმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი ავსტრიაში მიიღო. თუმცა რუსეთის მოთხოვნით მას სხვა და სხვა ევროპულ ქვეყნებში აპატიმრებდნენ. მოსკოვი უშედეგოდ მოითხოვდა მის ექსტრადაციას.
მოსკოვის ერთ-ერთი ასეთი მცდელობის შემდეგ, რომელიც უკრაინაში მოხდა ჩატაევი საქართველოში ჩამოვიდა. მისი საქმით მაშინ უკრაინელი უფლებების დამცველი დიმიტრი გროისმანი იყო დაკავებული. იგი იხსენებს, რომ მოლაპარაკებები თბილისთან ორ კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩატაევი თანახმა იყო საქართველოში ჩამოსულიყო, ვინაიდან აცხადებდა, რომ მას აქ ნათესავები ჰყავდა.
"იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება არ მიექციათ, საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელებს განუცხადეს, რომ ჩატაევი საქართველოში ერთ ერთ სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილად გადის. არავის ამ საქმის გაქექვა არ დაუწყია, უკრაინის ხელისყუფლება კი მოხარული იყო ჩატაევის "მოცილების" გამო", _ იხსენებს გროისმანი და აღნიშნავს, რომ როდესაც დიპლომატიური არხებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო მზად არის იგი წაიყვანოს, ჩემთვის პირადად,იკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რომელი ქვეყანა წაიყვანდა მას, ვინაიდან კარგად მესმოდა, რომ არ იყო ბევრი იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მის მიღებაზე თანხმობას განაცხადებდა.
საქართველოში ჩატაევი 2010 წელს ჩამოვიდა. მან აქ მეორე ცოლი - ალინა (პანკისის ხეობის მცხოვრები) შეირთო. აღსანიშნავია, რომ მისმა ნათესავებმა ამჟამად განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ალინა თურქეთში გაემგზავრა.