ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დღეს 79 წლის პენსიონერ ლილი ყულიაშვილს ოჯახში ესტუმრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ასევე ქალბატონ ლილის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განუმარტა, რომ მას შესაძლებლობა აქვს სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზის საშუალებით, ჩაეწეროს ოჯახის ექიმთან და მიიღოს საჭირო კონსულტაცია.