2 თებერვალს სასტუმრო "ილიანში~ არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ პროექტის - "ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში~ - შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
შეხვედრაზე განხილული იქნება ბაზრის სპეციფიკა, თუ რატომ არის მობილურით სარგებლობა საქართველოში ერთ-ერთი უძვირესი რეგიონში და მთელ მსოფლიოში, ტარიფის არაადეკვატურობა და რატომ არის მობილურ ოპერატორ კომპანიებსა და ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფები არაობიექტური და ერთ-ერთი მხარისთვის ხელსაყრელი.