უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩს თავისი კამპანიის წარმოებისას მორიგი უნებლიე შეცდომა დაუშვა. ამჯერად, ლვოვში ამომრჩეველთა წინაშე სიტყვით გამოვლისას, იქ დამსწრე საზოგადოებას "ქვეყნის საუკეთესო გენოციდი" უწოდა. ეს ინფორმაცია "რუპორ ინფომ" გაავრცელა.
"აქ თავი მოიყარა ქვეყნის საუკეთესო გენოციდმა", _ განაცხადა იანუკოვიჩმა, ხოლო როდესაც მას თანაშემწეებმა შეცდომა გაუწორეს: "გენოციდი კი არა, გენოფონდი", იანუკოვიჩმა დასძინა: "ხო, გენოფონდიც". პუბლიკამ გაიცინა, იანუკოვიჩმაც გაიღიმა.
"უკრბიზნესის" ინფორმაციით, რეგიონების პარტიის ლიდერის ვიზიტი საიდუმლოდ განხორციელდა, ხოლო იანუკოვიჩი უკვე წინასწარ მომზადებული მუშების წინაშე წარდგა სიტყვით, რომლებიც უკრაინელი მეწარმის რინატ ახმეტოვის საწარმოში მუშაობენ. სხვათა შორის, იანუკოვოჩს ახმეტოვის გვართანაც არასასიამოვნო შეცდომა აკავშირებს.
რამდენიმე დღის წინ იანუკოვიჩმა ტელეხიდ "სიმფეროპოლი-რეგიონების" პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოსვლისას ანტონ ჩეხოვს "დიდი უკრაინელი პოეტი" უწოდა. რამდენიმე უკრაინულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ "მრჩევლებისა და კონსულტანტების ყურადღების გარეშე დატოვებულმა იანუკოვიჩმა ზედმეტი ილაპარაკა". ამ ინციდენტს, როგორც ირკვევა, გაგრძელებაც ჰქონდა. "ვოვრემია. ინფოს" ინფორმაციით, იანუკოვიჩის შტაბში სახალხო დეპუტატ ანა გერმანსა და იანუკოვიჩს შორის შელაპარაკება მოხდა. იანუკოვიჩმა ქალს სახეში გაარტყა. გერმანმა იგი მკაცრად გააკრიტიკა "დიდი უკრაინელი პოეტის" გამო.
საინტერესოა, რომ 2004 წელს უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად ყოფნისას და შესაბამისი ანკეტის შევსებისას გრაფაში "სამეცნიერო ხარისხი" _ მან დაწერა "პროფფესორი". ამის შემდეგ მას ხშირად ასეც უწოდებენ: "პროფფესორი".
2006 წლის 12 მარტს იანუკოვიჩს დიდმარხვის დაწყებისა და დასრულების თარიღი აერია.
იმავე 2006 წელს ოდესაში წინასაარჩევნო მიტინგზე იანუკოვიჩმა ანა ახმატოვას ანა ახმეტოვა უწოდა და ეს გვარი სწორედ მილიონერ ახმეტოვის გვარში აერია.
2008 წლის 20 ოქტომბერს ასევე ოდესაში გამართულ პრეკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილოვრივი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ავგუსტ ბებელი იანუკოვიჩს ოდესელ მწერალში ისააკ ბებელში აერია.
2007 წლის თებერვალი უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობათაშორისი ჯგუფის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩს სლოვაკეთი სლოვენიაში აერია.
2009 წლის 29 აგვიტოს დონეცკში სიტყვით გამოსვლისას იანუკოვიჩმა საბჭოთა პოეტ პაველ ბესპოშადნის პაველ ბესმერტნი უწოდა.
27 აგვიტოს იანუკოვიჩი გამოვიდა ინიციატივით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ჩერნოგორიეში არსებული სიტუაციის კონტექსტი განეხილათ და ყოველივე კოსოვოში აერია.
2009 წლის სექტემბერში იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე მას სტოკჰოლმი ჰელსინკში აერია.
კოროვოგრადში ყოფნისას დაავიწყდა, სად იმყოფებოდა და ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში საუბარი ჩერნიგოვოზე დაიწყო.