შაბათ-კვირას მთელ რუსეთს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ერთიანობა რუსეთში კარგა ხანია არ ყოფილა. რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული საპროტესტო აქციები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მონაწილეთა რაოდენობით, მოთხოვნებითა და ხელისუფლების რეაქციით. პროვინციებში აქციებმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გამართული აქციები მილიციამ დაშალა.
კალინინგრადში მომიტინგეები სატრანპორტო გადასახადის მომატებას აპროტესტებდნენ. ამას გარდა, იყო პლაკატები პარტია "ედინაია როსიას" წინააღმდეგ. მომიტინგები აქტიურად ითხოვნდნენ ასევე რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის გადადგომას. კალინინგრადში გამართულ აქციას 12 000 ადამიანი ესწრებოდა. ამ მიტინგში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პატრტია "სოლიდარობის" ლიდერებმა ბორის ნემცოვმა, ვლადიმერ მილოვმა და ილია იაშინმა. კალინინიგრადის აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ 5 000 ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, სადაც მოქალაქეები სატრანსპორტო გადასახადის გაუქმებასთან ერთად ასევე ითხოვენ კალინინგრადის ხელისუფლებისა და ვლადიმერ პუტინის გადადგომას.
კალინინგრადის გარდა აქციები ასევე გაიმართა ვლადივოსტოკში, ეკატერინბურგში, ირკუტსკში, კრასნოიარსკში, ომსკში, ასტრახანში, მურმანსკში.
მოსკოვში კი ტრიუმფალურ მოედანზე შეიკრიბა 500-მდე ადამიანი, ისინი ჯგუფებად დაიყვნენ და სკანდირენდნენ "თავისუფლება!" და "რუსეთი პუტინის გარეშე!". დაკავებები დაიწყო პრაქტიკულად მიტინგის დაწყებისას, _ წერს გაზეთი "კომერსანტი". ბორის ნემცოვი ამ მიტინგშიც მონაწილეობდა. იგი დააკავეს. აქვე დააკავეს უფლებების დამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი, პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საბჭოს წევრი იური ჯიბლაძე და მოძრაობა "ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ლევ პონომარიოვი.
მიტინგის ყველაზე აქტიური წევრები ხალხის მასიდან გამოყავდათ და ავტობუსებში ტენიდნენ. რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის საქალაქო სამმართველომ უკვე დაადასტურა 100-110 ადამიანის დაკავება.