ამერიკულმა ჟურნალმა " FORBES"-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქად საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი დაასახელა.
"აქ მდებარეობს ეიფელის კოშკი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასტუმრო რიცი. ამ ქალაქის არქიტექტურა უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ყველახე. ვისაც პარიზი უნახავს", _ ნათქვამია ექსპერტების კომენტარებში.
"მეორე ადგილზე კანადის ქალაქი ვან კუვერი გავიდა, რომელიც ცნობილია სანაპირო ქედებით, სტენრი პარკით, ასევე თავისი მწვანე ბაღებითა და მოედნებით", _ წერს FORBES-ი.
მესამე ადგილზე კი ავსტრალიის ქალაქი სიდნეი აღმოჩნდა. ექსპერტებმა სიდნეის დახასიათებისას ყურადღება ცნობილ თეატრებზე, პლაჟებზე და ცნობილ ხიდზე ჰარბონზე გამახვილდა.
პოპათეულში ასევე შევიდნენ ფლორენცია, ვენეცია, კეიბტაუნი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო ნიუ-იორკი ლონდონი და ტოკიო.