გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი დარწმუნებულია რომ კვიპროსის ბერძნული და თურქული სათვისტომოები შეძლებენ შეთანხმებას და ეთნიკურად გაყოფილი კუნძული გაერთიანდება.
"ამჟამად, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მიუხედავად დიდი და მრავალრიცხოვანი პრობლემებისა", - განაცხადა პან გი მუნმა, რომელიც კვიპროსზე სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.
უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსის პრეზიდენტის დიმიტრის ხრისტოფიასის და კვიპროსის თურქული ნაწილის ლიდერის მეჰმედ ალი ტალატის შორის მოლაპარაკებები წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
გენერალური მდივანი გეგმავს ორივე ლიდერთან ცალ ცალკე შეხვედრას და ამავდროულად აცხადებს, რომ ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება და კომპრომისისკენ სწრაფვა.
გაერო მხარს უჭერს მხარეებს შორის მოლაპარაკებებს, თუმცა მოლაპარაკებებში მხარეს არ წარმოადგენს.