2011 საფინანსო წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საკუთარი საქმიანობისთვის 3,8 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც შტატების ისტორიაში რეკორდული თანხაა.
გაოცემები აღნიშნავენ, რომ თუ აღნიშნული თანხა ამერიკის მოსახლეობაზე - 310 მილიონი ადამიანი, თანაბრად გაიყოფა ერთს საშუალოს შესაძლოა 12,3 ათასი დოლარი ერგოს.
ბიუჯეტი შესაბამის პროექტს პრეზიდენტი კანონმდებლებს გადაუგზავნის.
თეთრი სახლის ოფიცილური წარმომადგენლის დენ პფაიფერის განცხადებით, ასეთი დოკუმენტის შედგენისას პრეზიდენტსა და მის თანაშემწეებს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ.
ამჟამინდელ ეკონომიკურ სიტუაციაში ამერიკული ოჯახები იძულებულნი არიან გააკეთონ მძიმე არჩევანი, თუ რაზე უნდა დახარჯონ თანხა და როგორი ხარჯები შეამცირონ. პრეზიდნტი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები იმის განსაზღვრისას თუ რომელი პროგრამები იმუშავებს და რომელი არა, რომელი პროგრამების დაფინანსება გავაგრძელოთ და რომლის ლიკვიდაცია მოვახდინოთ ან შევამციროთ", - განაცხადა პფაიფერმა.
მისი თქმით, ობამამ მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს და გაყინოს 220 პროგრამაზე მეტი, რაც შესაძლებელს გახდის უახლოესი 10 წლის განმავლობაში მოხდეს 250 მილიარდი დოლარის ეკონომია. მათ შორის 20 მილიარდი დოლარის უკვე მიმდინარე წელს.
შემცირებების მიზანია ბიუჯეტის ასტრონომიული დეფიციტის (1,42 ტრილიონი), ასევე სახელმწიფო ვალის (14,3 ტრილიონი) დოლარს შემცირება.
ამავდროულად, ექსპერტების ნაწილი უკვე აღნიშნავს, რომ 2011 წლის ბიუჯეტში მრავალი არასწორი ხარჯია, რომელიც აშშ-ს ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემებს სეუქმნის.