ამ დილით ინგუშეთის შს სამინისტროს შენობა დაიცხრილა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაიჭრა. მათგან გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი სამართალდამცავები არიან. დანარჩენი ორი დაჭრილი სამოქალაქო პირია.
უცნობმა პირებმა სამინისტროს მიმართულებით ყუმბარმტყოცრნიდან 3-4 ჯერ ისროლეს.
ცნობილი ხდება, რომ სროლა შს სამინისტროს სააქტო დარბაზის მიმართულებით ხორცილედებოდა, სადაც, ჩვეულებისამებრ, ორშაბათს თათბირი მიმდინარეობს ხოლმე. დღეს კი თათბირი არ ჩატარებულა.
"ბოროტმოქმედები სავარაუდოდ სახელმწიფო ნომრების არმქონე ავტომობილი ისხდნენ. ამჟამად მათი სამძებრო ღონიძიებები მიმდინარეობს. ამოქმედებულია მილიციის სპეცრაზმები "ვულკანი-5" და "პერეხვატი",_ იუწყება რუსული მედია.