ნიჟნი ნოვგოროდში მოქმედი ღია სააქციო საზოგადოება "აგროფირმა "მეფრინველეობის ფაბრიკა "სეიმოვსკაია" სეპარატისტულ აფხაზეთში 2010 წელს მეფრინველეობის ფაბრიკის აგებას აპირებს, მაგრამ მანმადე ღია სააქციო საზოგადოება "როსსელხოზბანკისგან" კრედიტის სახით 0.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის მიღებას ელის. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს "აგროფირმა "მეფრინველეობის ფაბრიკა "სეიმოვსკაიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლეონიდ სედოვმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ვიცე-პრემიერმა ვიქტორ ზუბკოვმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას მეფრინველეობის ფაბრიკისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ.
"დღეისათვის ჩვენსა და "როსსელხოზბანკს" შორის აღნიშნული კრედიტის ძირითადი პარამეტრების შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს", _ განაცხადა სედოვმა.
შეგახსენებთ, რომ განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში მეფრინველეობის ფაბრიკის კომპლექსის აგების განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში ნეჟეგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვალერი შანჩევმა გააკეთა.